Friday, January 31, 2014

აზიას გარს აკრავს ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანეწყნარი ოკეანე და ინდოეთის ოკეანე თავისი გარე ზღვებით, აგრეთვე ატლანტის ოკეანის შიგა კონტინენტური ზღვები. აზიასა და ევროპას შორის საზღვრის ხაზის თაობაზე იხილეთ სტატია: ევროპა-აზიის საზღვარიჩრდილოეთ ამერიკისაგან გამოყოფილია ბერინგის სრუტით, ხოლო აფრიკისაგან - სუეცის ყელით. კუნძულების საერთო ფართობი 2 მლნ კვ.კმ-ს შეადგენს.
  • გეოლოგიური სტრუქტურა. აზიის ძირითადი სტრუქტურული ელემენტებია უძველესი პლატფორმები: ციმბირის (ალდანის ფართან ერთად), ჩინეთ-კორეის, სამხრეთ ჩინეთის, ინდოეთის. ყველაზე მოძრავია ჰიმალაური და აღმოსავლეთ აზიური გეოსინკლინური სარტყელები. ნეოტექტონიკური მოძრაობებითაა მოცული აგრეთვე სხვადასხვა ასაკის სტრუქტურების ვრცელი ზოლი ჰისარ-ალაიდან ჩუკოტკის ნახევარკუნძულამდე. შუა, ცენტრალური და აღმოსავლეთი აზია, მალაის არქიპელაგი ხასიათდებიან ძლიერი სეისმურობით. კამჩატკაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბევრ კუნძულზე მოქმედი ვულკანებია.
  • კლიმატი. კლიმატი იცვლება არქტიკულიდან ჩრდილოეთში, ეკვატორულით სამხრეთში. ევრაზიის პერიფერიებში კლიმატი ოკეანურია, სამხრეთში და აღმოსავლეთში - მუსონური, ხოლო შიგა რეგიონებში - კონტინენტური და მკაცრად კონტინენტური. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში, ვერხოიანსკისა და ოიმიაკონის რაიონებში, გადის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სიცივის ზოლი. დედამიწაზე ყველაზე მეტი ნალექი მოდის ინდოეთის ქალაქ ჩერაპუნჯში, დაახლ. 12 ათასი მმ წელიწადში.

გეოგრაფიული რეგიონები[რედაქტირება]

აზიას ტრადიციულად ყოფენ შემდეგ გეოგრაფიულ რეგიონებად:
  1. ჩრდილოეთი აზია
  2. ცენტრალური აზია
  3. აღმოსავლეთი აზია
  4. სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
  5. სამხრეთი აზია
  6. დასავლეთი აზია
აზიის სხვა რეგიონები და მხარეებია: მცირე აზიაშუა აზიაკავკასიაახლო აღმოსავლეთიშუამდინარეთი.

მოსახლეობა[რედაქტირება]

მსოფლიოს მოსახლეობის 60% აზიის წილად მოდის. 2003 წლის შეფასებით აქ 4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა.

აზიის ისტორია[რედაქტირება]

იხილეთ ძირითადი სტატია: აზიის ისტორია

პოლიტიკური რუკა[რედაქტირება]

აზია, პოლიტიკური რუკა
ამჟამად აზიის ტერიტორიაზე მდებარეობს 48 სუვერენული სახელმწიფო, 3 სამფლობელო და 2 გაურკვეველი საერთაშორისო სტატუსის ტერიტორია.

1 ნაწილობრივ ევროპაში მდებარეობს.
აზიის ტერიტორიას ეკუთვნის ავსტრალიის 3 კუნძულოვანი სამფლობელო:
გაურკვეველი საერთაშორისო სტატუსის ტერიტორიებია:

No comments:

Post a Comment