Thursday, January 30, 2014

ლავრენტია წარმოადგენს უძველეს კრატონს, რომელზეც წარმოიშვა ჩრდილოეთ ამერიკის ძირითადი გეოლოგიური ბირთვი. კონტინენტის ამ ნაწილმა ფორმა დაახლოებით 1,5-1 მილიარდი წლის წინ, პროტეროზოური ეონის დროს მიიღო.[7] კანადის ფარი კონტინენტის ძირითად გეოლოგიურ ნაწილს წარმოადგენს. პალეოზოური ერის ბოლო პერიოდიდანმეზოზოური ერის ადრეულ პერიოდამდე, მაშინ როდესაც არსებობდა სუპერკონტინენტი პანგეა, ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია შეერთებული იყო დღეს არსებულიკონტინენტების ტერიტორიასთან, ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ევრაზიის ტერიტორია ესაზღვრებოდა. სუპერკონტინენტ პანგეას ფორმირების ერთ-ერთი შედეგია აპალაჩები, რომლის ფორმირება დაახლოებით 480 მლნ წლის წინ მოხდა. აპალაჩები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი მთათა სისტემაა. პანგეას დაშლის შემდეგ წარმოიშვა, ორი კონტინენტი ლავრაზია და გონდვანალავრაზია მოიცავდა დღევანდელ ჩრდილოეთ ამერიკისა და ევრაზიის ტერიტორიებს, ისინი ერთმანეთს ცარცული პერიოდიდან გამოეყვნენ.[8] კლდოვანმა მთებმა და კონტინენტის დასავლეთით მდებარე სხვა მთათა სისტემებმა ფორმირება განიცადეს დაახლოებით 80-დან 55-მდე მილიონი წლის წინ, ლარამის ოროგენის პერიოდში. პანამის ყელის ფორმირება, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას აკავშირებს 3 მილიონი წლის წინ მოხდა.
ჩრდილოეთ ამერიკის გეოლოგიური ისტორიის შესახებ კაცობრიობამ, საკმაოდ ბევრი რამ იცის. გეოგრაფიული რაიონი, რომელიც დღეს აშშ-ის ტერიოტორიას მოიცავსდინოზავრების გავრცელების მთავარი არეალი იყო, სხვა ქვეყნების ტერიტორიებთან შედარებით. პალეონტოლოგ პიტერ დოდსონის აზრით, ეს განპირობებული იყო ამ ტერიტორიის სტრატიგრაფიითკლიმატითგეოგრაფიით, ადამიანური რესურსებითა და ისტორიით.

ძველი ისტორია

ჩიჩენ-იცას ნანგრევები, მექსიკა
ანთროპოლოგებს აქვთ მრავალი მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ და საიდან მოხვდნენ ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე. ინდიელ ხალხს აქვთ მრავალი მითი იმის შესახებ, რომ ისინი დედამიწაზე მისი შექმნის დღიდან ცხოვრობენ. ასევე არსებობს ჰიპოთეზა, იმის შესახებ რომ, ჩრდილოეთ ამერიკის ადგილობრივი პირველი მცხოვრებლები დიდი გამყინვარების პერიოდში წამოვიდნენ აზიიდან, გადმოცურეს ბერინგის ყელი და აქ დასახლდნენ.
ევროპელებთან კონტაქტამდე, ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობა დაყოფილი იყო მრავალ სახელწიფოდ, რამდენიმე ჯგუფის გაერთიანებიდან დაწყებული, დიდი იმპერიებით დამთავრებული. მათ გააჩნდათ საკუთარი კულტურა და ტრადიციები. ისინი ეჩვეოდნენ ბიოლოგიურ და გეოგრაფიულ ზონებს, რომელშიც უწევდათ ცხოვრება და მისდევდნენ შესაბამის საქმიანობას, რომელიც ხელსაყრელი იყო გარემო პირობებთან, მაგ: დიდი დაბლობებზე მცხოვრები ხალხი, მონადირეობით ირჩენდა თავს. თანამედროვე მექსიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი კი, ფერმერობით ირჩენდა თავს. კონტინენტზე მცხოვრები ხალხი, ასევე დაყოფილი იყო ენობრივი კლასიფიკაციის მიხედვითაც. ერთ ენობრივ კლასში გაერთიანებული ხალხები, ყოველთვის არ იზიარებდნენ ერთმანეთის კულტურასა და ტრადიციებს, ზოგ შემთხვევაში კი ერთმანეთთან კავშირიც არ ქონდათ. ანთროპოლოგები თვლიან, რომ ინუიტები აქ სხვა ხალხებზე შედარებით გვიან გადმოსახლდნენ, რასაცარქეოლოგიურიანთროპოლოგიური და პალეონტოლოგიური ფაქტები ადასტურებს.
ათასობით წლის განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლების კულტურა იცვლებოდა და იცვლიდა გავრცელების არეალს. ერთ-ერთი ყველაზე ძველი კონტინენტზე გავრცელებული კულტურა იყო კლოვისის კულტურა (თანამედროვე ნიუ-მექსიკოს კულტურა). ცოტა მოგვიანებით, კონტინენტზე გავრცელებული მისისიპის კულტურა, რომელიც დაკავშირებული იყო ყორღანულ კულტურასთან, მოიცავდა მისისიპის სანაპირო ზოლს. ასევე იყო პუებლოს კულტურა, ანასაზი, რომელიც მოიცავდა კოლორადოსნიუ-მექსიკოს,არიზონასა და იუტას შტატებს. ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული მრავალი სასოფლო-სამეურნეო კულტურა, დღეს უკვე გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ესენია: პომიდორიყაბაყისიმინდი და სხვა.
კონტინენტის სამხრეთ ნაწილში განვითარებული იყო სოფლის მეურნეობაც, ასევე მრავალი კულტურა წარმოიშვა კონტინენტის სამხრეთ ნაწილში, თუნდაც მაიას დამწერლობა,მესოამერიკული პირამიდებისა და ტაძრების სამშენებლო სტილი, მაიას კალენდარინულის კონცეფცია, რომელიც მესოპოტამიელ ხალხზე რამდენიმე ასეული წლით გვიან დაადგინეს.[9] მაიას ცივილიზაცია მოიცავდა მექსიკის სამხრეთ შტატებსგვატემალასბელიზსსალვადორსა და ჰონდურასის ნაწილს. მათი კულტურის განადგურება კონტინენტზე ევროპელი მოგზაურების გამოჩენიდან დაიწყო. მაიას ხალხები 1547 წელს ერნან კორტესმა დაიპყრო. [10]

შუა საუკუნეები

ბენჯამინ უესტის ნახატი, გენერალ ვოლფის სიკვდილი (1771), კვებეკისბრძოლა
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ევროპელებმა ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიის შესასწავლად დაიწყეს მოგზაურობა. მათ ამ ახლად აღმოჩენილ კონტინენტს უწოდეს „ახალი მსოფლიო“. ევროპელებმა კონტინენზე შეიტანეს სხვადასხვა დაავადებები, რომლებმაც მალე მილიონობით ადგილობრივის სიცოცხლე შეიწირა, რადგან ადგილობრივებს არ ჰქონდათ იმუნიტეტი ამ დაავადებების საწინააღმდეგოდ.[11] მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება გამოიწვია ასევე ევროპელებსა და ადგილობრივებს შორის წარმოშობილმა კონფლიქტებმა. კონტინენტზე არსებულმა კულტურებმა თანდათან ცვლილებები განიცადეს, ამ ბრძოლებმა გაანადგურა ათეულობით ტომი, მათი კულტურა და ენები. მრავალ კულტურას ევროპული კვალი დაეტყო.
დიდი ბრიტანეთისაფრანგეთი და ესპანეთი იბრძოდნენ ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებისთვის, სამივე მათგანს კონტინენტზე გააჩნდათ საკუთარი კოლონიები. თუმცა XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში მთელ კონტინენტზე დაიწყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. 13-მა ბრიტანულმა კოლონიამ, რომლებიც კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდნენ 1776 წელს ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას და საკუთარი თავი დამოუკიდებლებად გამოაცხადეს. კანადა ჩამოყალიბდა კონტინენტის ჩრდილოეთ ტერიტორიებისგან, რომლებსაც საფრანგეთი და ესპანეთი აკონტროლებდნენ. ახალი ესპანეთმა, ტერიტორია, რომელიც თანამედროვე აშშ-ის სამხრეთ ნაწილსა და ცენტრალურ ამერიკას მოიცავდა, 1810 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და გახდა პირველი მექსიკური იმპერია. 1823 წელს დამოუკიდებლად სცნო თავი, ასევე გვატემალის სამეფომ, ადმინისტრაციულმა ერთეულმა, რომელიც ცენტრალური ამერიკის პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.

გეოგრაფია

ჩრდილოეთ ამერიკის სატელიტური ფოტო
ჩრდილოეთ ამერიკას უკავია დედამიწის ჩრდილო-დასავლეთ ნახევარსფეროები, რომელსაც პირობითად „ახალ მსოფლიოს“ უწოდებენ, ასევე მას უწოდებენ „ამერიკას“. ჩრდილოეთი ამერიკა მოიხსენიება როგორც ცალკეულ კონტინენტად,[12][13][14] ასევე სამხრეთ ამერიკასთან ერთად ერთ მთლიან სუბკონტინენტად. ჩრდილოეთ ამერიკა სამხრეთ ამერიკასთან დაკავშირებულია პანამის ყელით. კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს პანამის ნაპრალი, რომელიც კოლუმბია-პანამის საზღვართანაა. პანამის ნაპრალის საშუალებით ლათინური ამერიკა და სამხრეთ ამერიკა გამოყოფილია ერთმანეთისგან.[15][16][17] ასევე ჩრდილოეთ ამერიკისა და სამხრეთ ამერიკის გამყოფად მოიხსენიებენ პანამის არხს. ჩრდილოეთ ამერიკის შემადგენლობაშია კარიბებიც (ვესტ-ინდოეთი).
ჩრდილოეთ ამერიკას გარს არტყამს დასავლეთით წყნარი ოკეანეაღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე. მის შემადგენლობაშია, ასევე მრავალი კუნძულიგრენლანდიაკანადის არქტიკული არქიპელაგიალეუტის კუნძულებივანკუვერიალექსანდრას არქიპელაგი და სხვა. კონტინენტი გამოირჩევა მნიშვნელოვანი თავისებურებებით სხვა კონტინენტებთან შედარებით. მნიშვნელოვან თავისებურებებს შორისაა: დიდი ტბებიკანიონები, ტალახის ვულკანები და გეიზერები.
კონტინენტის უკიდურესი წერტილები: ჩრდილოეთით — მერჩისონის კონცხი, 71°50′ ჩ. გ. 94°45′ დ. გ. სამხრეთით — მარიატოს კონცხი, 7°12′ ჩ. გ. 80°52′ დ. გ. დასავლეთით — პრინც უელსის კონცხი, 65°35′ ჩ. გ. 168°05′ დ. გ. აღმოსავლეთით — სენტ-ჩარლზის კონცხი, 52°24′ ჩ. გ. 55°40′ დ. გ.

რელიეფი

ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ძირითადი ფართობი ვაკეებს უკავიათ, მთებს კიკონტინენტის ფართობის დაახლოებით მესამედი ნაწილი უკავიათ. კონტინენტის ჩრდილოეთნაწილში ჭარბობს დაბლობები და მაღლობი ვაკეები, რომლებიც კრისტალური ქანებითაა აგებული. კონტინენტის სამხრეთ მხარეს მდებარეობს ცენტრალურ ვაკეთა მხარე და მდინარე მისისიპის დაბლობი, კონტინენტის ეს ნაწილი ეროზიული და აკუმულაციურიფორმებით ხასიათდება.
კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს აპალაჩების მთები, რომლებიც დასერილია ხეობებით. მთის კალთები დამრეცია, სიმაღლე სამხრეთ აპალაჩებში 2000 მ-ს აღემატება. დასავლეთ ნაწილში კი კონტინენტს მიუყვება კორდილიერების მთები. კორდილიერებიდასერილია ღრმა ხეობებით, კანიონებით. კორდილიერების უმაღლესი მწვერვალია მაკ-კინლი (6193 ). მწვერვალი მდებარეობს ალასკის ქედზე და მუდმივი თოვლითაა დაფარული. კორდილიერები რთული აგებულების მთათა სისტემას განეკუთვნება თავისი რელიეფის გამო.
ჩრდილოეთ ამერიკა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ მოიპოვება მადნეული წიაღისეული: რკინასპილენძინიკელი, და სხვა.მექსიკის ყურეში და მისისიპის დაბლობზე მოიპოვება დიდი რაოდენობით ნავთობიბუნებრივი აირი და ქვანახშირიაპალაჩების მთებში მოიპოვება რკინა და ქვანახშირი.

ჰავა

ჩრდილოეთ ამერიკა მდებარეობს თითქმის ყველა კლიმატურ სარტყელში, ეს ყველაფერი კი კონტინენტზე ჰავის დიდ ნაირგვარობას იწვევს. ჰავის ნაირგვარობას ასევე ხელს უწყობს ოკეანეები, თბილი და ცივი დინებებირელიეფი (ჰუდსონის და მექსიკის ყურეები) და სხვა.
ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი მთავარი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორია რელიეფის თავისებურებანი. კორდილიერების მაღალი მთები წინ ეღობება წყნარი ოკეანიდან მონაბერჰაერის მასას, რის გამოც მთის კალთებზე და შიდა ვაკეებზე ჰაერის მასა სახეშეცვლილია და ნალექს ან მცირე რაოდენობით, ან სულ არ გამოყოფს. ატლანტის ოკეანის გავლენა ჰაერის მასებზე კი შედარებით დიდია, რადგან აპალაჩების მთები ვერ ქმნის სეროიზულ წინაღობას და ჰაერის მასები კორდილიერებამდე აღწევს. კონტინენტის შუა ნაწილში მდებარე ვაკეები კი ყინულოვანი ოკეანიდან მექსიკის ყურემდე ხელს უწყობს არქტიკული და ტროპიკული ჰაერის მასების თავისუფალ გადაადგილებას.

კლიმატი

კონტინენტის ჩრდილოეთი სანაპირო და მიმდებარე კუნძულები არქტიკულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობენ. აქ მთელი წლის განმავლობაში არქტიკული ჰაერის მასებია გავრცელებული. ზამთრის ყველაზე დაბალი ტემპერატურები აღნიშნულია გრენლანდიაში, სადაც ტემპერეტურა - 50°-მდე ეცემა. ხშირია ნისლი, ღრუბლიანობა, და თოვლიანიქარბუქებიზაფხული ხანმოკლე და ცივია. უთბილესი თვის საშუალო ტემპერატურაა 5°-ზე დაბალია.
კონტინენტის დიდი ნაწილი ზომიერ სარტყელშია, სადაც ცივი ზამთარი და შედარებით თბილი, უფრო მეტად კი გრილი ზაფხული იცის. ზომიერი სარტყლის ჩრდილო-აღმოსავლეთში კონტინენტური ჰავაა, სამხრეთში კი მუსონური. სანაპირო რაიონები უმეტესად ნისლიანია. სარტყლის ცენტრალურ რაიონებში კონტინენტური ჰავაა. ზამთარში ხშირია თოვლი და ქარბუქი. ზაფხული თბილია, იშვიათი, ხშირი წვიმებით. იცის გვალვა და ქრის მშრალი ქარი. ზომიერი სარტყლის დასავლეთით ზღვიური ჰავაა. ზამთარის საშუალო ტემპერატურა 0°-ის ტოლია, ზაფხული კი (+14°- +16°).
სუბტროპიკული სარტყლის ჰავაც მრავალფეროვანია. ჰავის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ზომიერი და სუბტროპიკული ჰაერის მასების მონაცვლეობა, ასევე კონტინენტისრელიეფი.
აღმოსავლეთ პერიფერიაზე სუბტროპიკულ-მუსონური ჰავაა, კონტინენტურ ნაწილში - სუბტროპიკულ-კონტინენტური, ხოლო დასავლეთ პერიფერიაზე - ხმელთაშუა ზღვის ტიპისჰავა.
ტროპიკული სარტყლის აღმოსავლეთ ოკეანურ ნაწილში მუსონურ-ტროპიკული ჰავაა, დასავლეთ ოკეანურ ნაწილში - სანაპირო უდაბნოს ჰავა, ხოლო შიდა ზეგნებზე - ტროპიკულ-კონტინენტური.
კონტინენტის უკიდურესი სამხრეთი სუბეკვატორულ სარტყელშია. აქ მთელი წლის განმავლობაში მაღალი ტემპერატურაა. ნალექიც საკმაოდ ბევრია წლის განმავლობაში, ზამთარში იცის მხოლოდ ხანმოკლე მშრალი პერიოდი.
კონტინენტის დიდ ნაწილზე კლიმატური პირობები ხელსაყრელია სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტური მოსაყვანად. ზომიერ სარტყელში მოჰყავთ ხორბალი და სიმინდი, სუბტროპიკულში - ციტრუსებიბრინჯი და ბამბა, ტროპიკულში ყავაშაქრის ლერწამიბანანი და სხვა.

ჰიდროგრაფია

ჰავა და რელიეფი კონტინენტის ძირითად ნაწილზე ხელსაყრელია მდინარეთა ქსელის განვითარებისთვის. მდინარეთა წლიური ჩამონადენით ჩრდილოეთ ამერიკა მესამეკონტინენტია აზიისა და სამხრეთ ამერიკის შემდეგ. ჩრდილოეთ ამერიკის მდინარეები წყნარატლანტის და ყინულოვან ოკეანეთა აუზებს განეკუთვნება, ხოლო დიდი აუზი დამექსიკის ზეგნის ჩრდილო ნაწილი გაუდინარია. მდინარეების უმრავლესობას ძლიერი წყლის ენერგია გააჩნია, რის გამოც ბევრ მდინარეზე ჰიდროელექტროსადგურებია აგებული.
კონტინენტის ყველაზე დიდი და მსოფლიოში სიგრძით მესამე მდინარეა მისისიპი — მისურით, რომელიც წყალს იკრებს აპალაჩებისა და კლდოვანი მთებიდან, ცენტრალური და დიდი ვაკეებიდან.
ინდილიების ენაზე „მისისიპი“ ნიშნავს „დიდ მდინარეს“, „წყლების მამას“. იგი კვეთს მაღალ პლატოს, გამოდის ნაყოფიერ დაბლობზე და მექსიკის ყურეში ჩაედინება, სადაც წარმოქმნილი აქვს დელტა. მისისიპს უდიდესი სატრანსპორტო დანიშნულება აქვს, ის ჩრდილოეთის შტატებს, თავისი სამრეწველო რაიონებით სამხრეთის რაიონებს უკავშირებს. მდინარის აუზი უმეტესად ზომიერ სარტყელშია და ძირითადად წვიმისა და თოვლის ნადნობი წყლით იკვებება. მდინარეზე წყალდიდობები გაზაფხულზე იწყება.
კონტინენტზე უდიდესი ჰიდროგრაფიული მნიშვნელობა აქვს დიდ ტბებს და ასევე მდ. წმინდა ლავრენტის, რომლითაც ტბები ატლანტის ოკეანეს უკავშირდება.

გეოლოგია

ჩრდილოეთ ამერიკისქანები
ჩრდილოეთ ამერიკის გეოლოგიური სტრუქტურა რთული და მრავალფეროვანია. ძირითადი ოროგრაფიული ელემენტები განლაგებულია სამხრეთ ამერიკაში, თუმცა ჩრდილოეთ ამერიკის გეოლოგიურ-სტრუქტურული აგებულება ახლოს არის ევროპასთან, ჩრდ. ამერიკის ტექტონიკური ზონები ევროპის ტექტონიკური ზონების მსგავსია. ეს ყველაფერი განპირობებულია გეოლოგიური განვითარების პირველ საფეხურების დროს არსებულსუპერკონტინენტ პანგეათი, რომლის დროსაც ჩრდ. ამერიკის ტერიტორია ევროპის ტერიტორიასთან იყო შეერთებული.
კონტინენტის ოროგრაფია მის სხვადასხვა ადგილებში განსხავებულია, მექსიკის ყურიდან ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანემდე არის ვაკეები დადაბლობებიდასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება რთული აგებულების მთათა სისტემები. ეს მთათა სისტემა ცნობილია, როგორცკორდილიერები. კორდილიერებს კონტინენტის სამხრეთის დიდი ნაწილი უკავიათ. კონტინენტის აღმოსავლეთ მხარე უკავია, შედარებით დაბალ და ფართობით უფრო მცირე ზომის მთათა სისტემას აპალაჩებს.
კონტინენტის გეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს ჩრდილოეთ ამერიკის ძველი კრატონი, რომელსაც კონტინენტის 3/4, ასევე კანადის არქტიკული არქიპელაგის და გრენლანდიის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. ამ კრატონის დაახ. 2/3 ნაწილი შედგება ნაწევი ფილებისაგან, მეტამორფული ქანებისადა გრანიტისაგან, კონტინენტის ამ ნაწილს კანადის ფარს უწოდებენ.[18] კრატონის არეალი თარიღდება პალეოზოური და კაინოზოური ერებით. ამ ტერიტორიებზე მოიპოვებენ რკინასნიკელსთუთიასსპილენძსოქროსტყვიამოლიბდენს და ურანს. ასევე არქტიკაში აღმოჩენილია ალმასისშემცველი ფენები,[19] კანადა რუსეთისა და ბოტსვანის შემდეგ ყველაზე მსხვილი ალმასის მომპოვებელი ქვეყანაა.

ცენტრალური ამერიკის გეოლოგია

ცენტრალური ამერიკა გეოლოგიური თვალსაზრისით, საკმაოდ აქტიურია. ამ ტერიტორიებზე ხშირია მიწისძვრები და ვულკანის ამოფრქვევები. 1976წელს გვატემალაში მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომლის შედეგადაც 23000 ადამიანი დაიღუპა. ნიკარაგუის დედაქალაქ მანაგუაში, მოხდა ორი ძლიერი მიწისძვრა 1931 და 1972 წლებში, ბოლო მიწისძვრის შედეგად დაიღუპა დაახ. 5000 ადამიანი. სამი საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა მოხდა სალვადორში, ერთი 1986, ხოლო ორი 2001 წელს. 2009 წელს კოსტა-რიკის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში მოხდა მიწისძვრა, რომლის შედეგადაც დაიღუპა დაახ. 34 ადამიანი. ამავე წელს ჰონდურასში მომხდარმა მიწისძვრამ 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ცენტრალური ამერიკაში მრავალი მთათა სისტემაა, მათგან ყველაზე დიდია სიერა-მადრე-დე-ჩიაპასი, ისაბელიას კორდილიერები და კორდილიერა-დე-ტალამანკა.

დემოგრაფია

ჩრდილოეთ ამერიკის მიწებზე არსებული კოლონიები და ქვეყნები 1750–2008 წლებში
სალაპარაკო ენები ამერიკის კონტინენტზე
მშობლიური ენები აშშ-ის, კანადისა და გრენლანდიის ტერიტორიებზე
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე გავრცელებული ენებია ინგლისურიფრანგული და ესპანური. ტერმინი „ანგლო-ამერიკა“ გამოიყენება კონტინენტის, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომელშიც მთავარი ენაინგლისურია, მაგ: აშშ-ში, კანადაში (თუმცა კანადაში ინგლისურიც და ფრანგულიც ორივე სახელმწიფო ენაა),ბელიზსა და კარიბებში ნაწილობრივ. ლათინური ამერიკაში კი, რომელიც აშშ-ის სამხრეთ ნაწილსაც მოიცავს ძირითადი სალაპარაკო ენებია ესპანური და პორტუგალიური. ეს გამოწვევულია XIX საუკუნეში ამ ტერიტორიებზე არსებული ესპანური და პორტუგალიური კოლონიებით. ესპანური და პორტუგალიური ენები ასევე ძირითადი ენებია ლათინური ამერიკის დანარჩენ ქვეყნებში (გარდაბელიზისა), ასევე კარიბების გარკვეულ ნაწილში, მექსიკაში და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც (გაიანასურინამისაფრანგეთის გვიანა და ფოლკლენდის კუნძულები).
ფრანგული ენა კონტინენტზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუმცა მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში. ფრანგული ენა კონტინენტზე არსებული საურთიერთობო ენებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. კანადა არის ორენოვანი ქვეყანა, ფრანგული ოფიციალური ენაა ინგლისურ ენასთან ერთად და მასზე კანადის პროვინცია კვებეკის მოსახლეობის 95% ლაპარაკობს.ინგლისურთან ერთად ფრანგულია მთავარი სალაპარაკო ენა პროვინცია ნიუ-ბრანსუიკში. ფრანგულად ლაპარაკობენ ონტარიოში (პროვინციაში ოფიციალური ენა ინგლისურია თუმცა დაახლოებით 600 000 ადამიანი ფრანგულად ლაპარაკობს), მანიტობაში (ფრანგულიც და ინგლისურიც ორივე ოფიციალური ენებია), სენ-პიერი და მიკელონში, ასევე აშშს შტატ ლუიზიანაში(სადაც ფრანგულიც ინგლისურიც ოფიციალური ენებია), კუნძულ ჰაიტზე (კუნძულზე ფრანგულთან ერთად ოფიციალური ენა ჰაიტიური კრეოლია).
ეკონომიკურად კონტინენტის ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქვეყნებია აშშკანადა და მექსიკა, რომელიც სწრაფად მზარდი ინდუსტრიული ქვეყანაა, მან ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრესი განიცადა. ეკონომიკური განვითარების საშუალო დონე აქვთ ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებს, ესენია: ბარბადოსიტრინიდადი და ტობაგო და ანტიგუა და ბარბუდა, რომლებსაც მექსიკაზე მაღალი ეშპ მაშვენებელი აქვთ. პანამასა და კოსტა-რიკას უფრო მაღალი აგი და ეშპ მაშვენებელი აქვთ, ვიდრე ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს.[20]
კონტინენტის მოსახლეობა რასობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით მრავაფეროვანია. ძირითადი რასობრივი ჯგუფებია ინდოევროპელები,მეტისები და ზანგები. შედარებით მცირერიცხოვანი რასობრივი ჯგუფებია ინდიელები და აზიელები.
ჩრდილოეთ ამერიკა მრავალფეროვანია სოციალური და კულტურული თვალსაზრისითაც. აშშ-ისა და კანადის კულტურაზე ბრიტანული გავლენა იგრძნობა XVII-XVIII საუკუნეებში აქ არსებული კოლონიების გამო. კონტინენტზე იგრძნობა ასევე ესპანური კულტურის კვალი, განსაკუთრებით კი მის სამხრეთ ნაწილებში. აქ მცხოვრებ ინდიელებს კი სრულიად განსხვავებული კულტურული ტრადიციები აქვთ. მათი კულტურა ფორმირდებოდა ჯერ კიდევ აქ არსებული მაიას ცივილიზაციის აყვავების პერიოდში, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა კონტინენტის სამხრეთ ნაწილის კულტურა.
ჩრდილოეთ მექსიკის ქალაქები მონტერეიტიხუანასიუდად-ხუარესი და მეხიკალი ამერიკული კულტურის ძლიერ ზეგავლენას განიცდიან,მონტერეი უკვე ნამდვილ ამერიკულ ქალაქად გადაიქცა. «იმიგრაცია აშშ-ში» კანადიდან და მექსიკიდან ყოველწლიურად ათობით ათასი ადამიანი ცდილობს გადაკვეთოს აშშ-ის საზღვარი იმ იმედით, რომ იქ უფრო კარგ ცხოვრებას დაიწყებენ. ზოგი ამას ლეგალურად, ძირითადი ნაწილი კი არალეგალურად ცდილობს. ეს ყველაფერი რეგიონში აშშ-ის ეკონომიკურ სიძლიერეზე და იქ არსებულ სტაბილურ გარემოზე მეტყველებს.

მოსახლეობა

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : აგლომერაცია.
ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის მოსახლეობის მხრივ პირველ ადგილზეა აშშ, რომლის მოსახლეობა 313,827,000 ადამიანია.[21] შემდეგ მოდის მექსიკა, რომლის მოსახლეობა 112,336,538 ადამიანია. [22] მესამე ადგილზეა კანადა, მოსახლეობის რაოდენობა — 33,476,688.[23]კარიბებში რამდენიმე მილიონიანი ქვეყანაა, ესენია: კუბადომინიკელთა რესპუბლიკაჰაიტიპუერტო-რიკოიამაიკა და ტრინიდადი და ტობაგო.[24][25][26][27][28]
კონტინენტის დიდი ქალაქები აშშ-ის, კანადისა და მექსიკის გარდა, ასევე მდებარეობენ კარიბის ზღვის ქვეყნებშიც. ნიუ-იორკი და მეხიკო ჩრდ. ამერიკის ყველაზე დიდი ქალაქებია, მათი მოსახლეობა 8 მილიონ ადამიანზე მეტია, ჩრდ. და სამხ. ამერიკაში ასეთი სულ სამი ქალაქია – მეხიკო, ნიუ-იორკი და სან-პაულუ. შემდეგ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მოდიან: ლოს-ანჯელესიჩიკაგოტორონტოჰავანასანტო-დომინგო და მონრეალი. აშშ-ის სამხრეთ რეგიონებში მდებარე სწრაფად მზარდი ქალაქებია — სამხრეთ კალიფორნია, ჰიუსტონიფინიქსი,მაიამიატლანტა და ლას-ვეგასი. ამ რეგიონებში თბილი კლიმატი, ხელსაყრელი ეკონომიკური პირობები და ასევე მზარდი მრეწველობაა, რაც იმიგრანტთა დიდი რაოდენობით შემოსვლას იწვევს. აშშ-ის სამხრეთ საზღვართან არსებული მექსიკური ქალაქებიც სწრაფად მზარდია, ამის ნათელი მაგალითია ტიხუანა. ტიხუანის მოსაზღვრე ქალაქ სან-დიეგოშიც დიდი რაოდენობით იმიგრანტები ჩადიან ლათინური ამერიკიდან, აზიიდან და ევროპიდან. ქალაქების ასე სწრაფი ტემპით ზრდის გამო ქალაქებში წყლის დეფიციტი იქმნება, ამ ყველაფერს ხელს უწყობს რეგიონში ჰიდრო რესურსების ნაკლებობა.[29]
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარე 10 უდიდესი აგლომერაციიდან, რომელთა მოსახლეობა 5.5 მილიონზე მეტია 8 აშშ-ში მდებარეობს. ესენია: ნიუ-იორკილოს-ანჯელესიჩიკაგო და დალას-ფორტ-უერთი.[30] კონტინეტზე არსებულია ყველაზე დიდი აგლომერაციაამეხიკო, რომელიც მექსიკაში მდებარეობს.[31] 10 უდიდესი აგლომერაციიდან ერთი კანადაშიც მდებარეობს ესაა ტორონტო.[32] ასევე დიდი აგლომერაციები მდებარეობს აშშ-ის სამხრეთ და ჩრდილოეთ საზღვრებთან: დეტროიტ-უინძორი და სან-დიეგო-ტიხუანა, ამ აგლომერაციებს დიდი ეკონომიკური და კულტურული რესურსები გააჩნიათ. ამ მეგაპოლისებს ყოველწლიურად საერთაშორისო გადაზიდვებითა და ვაჭრობით მილიონობით დოლარის მოგება აქვთ.
მეგაპოლისებთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში ასევე არის 11 მეგარეგიონი, რომელთა ტერიტორია მექსიკის, კანადისა და აშშ-ის საზღვრებშია მოქცეული. აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე მეგარეგიონებია: არიზონა-სან-კორიდორიკასკადიაფლორიდადიდი ტბების მეგარეგიონი ფრონტ-რანგიაშშ-ის ყურის სანაპიროჩრდილო-აღმოსავლეთის მეგაპოლისიპიემონტ ატლანტიკიტეხასის სამკუთხედი. მექსიკისა და კანადის მეგარეგიონებია: კვებეკის დერეფანი და გოლდენ-ჰორსშუ, რომელთა ტერიტორია ნაწილობრივ მოიცავს დიდი ტბების მეგარეგიონისა დამექსიკის ცენტრალურ ნაწილს.
აგლომერაციამოსახლეობაფართობი (კმ²)ქვეყანა
მეხიკო21,163,2267346მექსიკა
ნიუ-იორკი18,897,10917405აშშ
ლოს-ანჯელესი12,828,83712562აშშ
ჩიკაგო9,461,10524814აშშ
დალას-ფორტ-უერთი6,371,77324059აშშ
ტორონტო6,054,1917124კანადა
დელავერი5,965,34313256აშშ
ჰიუსტონი5,946,80026061აშშ
ვაშინგტონი5,582,17014412აშშ
მაიამი5,564,63515896აშშ

ეკონომიკა

ადგილიქვეყანამშპ (ეშპ, 2010)
მილიონი დოლარი
1აშშ-ის დროშა აშშ14,657,800
2მექსიკის დროშა მექსიკა1,629,917
3კანადის დროშა კანადა1,330,272
4კუბის დროშა კუბა125,500
5დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა85,391
6გვატემალის დროშა გვატემალა69,958
7კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა51,130
8პანამის დროშა პანამა43,725
9სალვადორის დროშა სალვადორი43,640
10ჰონდურასის დროშა ჰონდურასი33,537
აშშ-ს, მექსიკასა და კანადას მნიშვნელოვანი, მრავალმხრივი და ძლიერი ეკონომიკური სისტემები აქვთ. აშშ კონტინენტის და ასევე მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკური რესურსების მქონე ქვეყანაა.[33] 2011 წელს აშშ-ისმშპ მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 47,200 დოლარი იყო, იგი ამ მაჩვენებლით პირველია კონტინენტზე. აშშ-ისმშპ-ის 76,7% მომსახურეობის სფერო მოიცავს, 22,2% მრეწველობა, ხოლო 1,2% სოფლის მეურნეობა. კანადას აშშ-ის მსგავსი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს მომსახურეობის სფეროში, მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში.[34]მისი მშპ მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 39,400 დოლარია 2010 წლის მონაცემებით.[34] მშპ-ის 78% მომსახურეობის სფეროს მოიცავს, 20% მრეწველობას და 2% სოფლის მეურნეობას.[34] მექსიკის მშპ მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 15,113 დოლარია, ის ამ მაჩვენებლით მე-11 ადგილზეა მსოფლიოში.[35] მექსიკა იყენებს, როგორც მოძველებულ, ასევე ახალ სოფლის მეურნეობის სისტემებს.[36] მექსიკის ეკონომიკის ზრდას უზრუნველყოფს ნავთობი, წარმოებული საქონლის ექსპორტი, მძიმე მრეწველობა, ელექტროტექნიკის და ავტომობილების წარმოება, კვების მრეწველობა, სამშენებლო სფერო, საბანკო და ფინანსური მომსახურეობის სფერო.[37]
ჩრდილოეთ ამერიკის ეკონომიკა შედგება სამი ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური გაერთიანებისგან.[3] ესენია: ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA), კარიბების კავშირი (CARICOM) და ცენტრალური ამერიკის საინტეგრაციო სისტემა (CACM).[3] ამ სამი გაერთიანებიდან აშშ მხოლოდ ორის მონაწილეა. ასევე არსებობს კიდევ დიდი სავაჭრო-ეკონომიკური გაერთიანება, კანადისა და კოსტა-რიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (CCRFTA), რომლის მეშვეობითაც სავაჭრო ურთიერთობები მყარდება სხვა ქვეყნებთანაც ცენტრალურ ამერიკასა და კარიბებში.
ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA) ყველაზე დიდი სავაჭრო-ეკონომიკური გაერთიანებაა მსოფლიოში.[38] ეს გაერთიანება შექმნა 1994 წელს, მიზანი კი იყო ეკონომიკური თანამშრომლობის გზით ერთად აღმოეფხვრათ სავაჭრო სფეროში არსებული ბარიერები ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანას (აშშმექსიკაკანადა).[39]მიუხედავად იმისა, რომ კანადასა და აშშ-ს უკვე ჰქონდათ გატარებული რეფორმები სავაჭრო სფეროში და დღესაც აგრძელებენ (კანადისა და აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობები) ტვირთების საერთაშორისო გადასახედებისგან განთავისუფლებას,[40] NAFTA-მ მაინც დართო მექსიკას ნება ჰქონოდა თავისუფალი სავაჭრო პოლიტიკა. NAFTA-ს ხელშეკრულებით გაუქმდა სატვირთო ტარიფები, რომელიც მანამდე იყო. ეს ყველაფერი კი ყოველწლიურად ზრდიდა ამ ქვეყნებს შორის საერთო ტვირთბრუნვის მოცულობას და 2010 წელს ამ მაშვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია NAFTA-ს ქვეყნებმა 24,3 პროცენტიანი ზრდა ნახეს, რომელიც 791 მილიარდ დოლარს შეადგენდა. NAFTA-ს მშპ მსოფლიოში ყველაზე დიდია და იგი შეადგენს 17,617 ტრილიონ დოლარს.[41] ეს ყველაფერი კი აშშ-ის ეკონომიკის სიძლიერის მაშვენებელია, მისი ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერია.2011 წელს აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო მოცულობამ 15.094 ტრილიონი დოლარი შეადგინა, ის ამ მაშვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა ქვეყნებს შორის.[42]NAFTA-ს წევრ მექსიკასა და კანადასაც უდიდესი ეკონომიკა გააჩნიათ, აშშ მათთვის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია.[43] ასევე კანადა და მექსიკაც ერთმანეთისთვის დიდი სავაჭრო პარტნიორები არიან.[44][45]
კარიბების კავშირს (CARICOM) ხელი მოეწერა 1973 წელს და მასში გაერთიანდა 15 ქვეყანა. 2000 წელს CARICOM-ის ვაჭრობის საერთო მოცულობამ 96 მილიარდი დოლარიშეადგინა. CARICOM-ის ქვეყნებს შემუშავებული აქვთ საერთო საპასპორტო სისტემა, რომელიც ახლაც ძალაშია. ბოლო ათწლეულის მანძილზე კავშირი ორიენტირებული იყო ძირითადად თავისუფალი ვაჭრობის სისტემის მისაღებად, მათ შეიმუშავეს ეს სისტემა და ახლა უკვე მოქმედებს CARICOM-ის ქვეყნებს შორის.
ტრანსატლანტიკური სავაჭრო ზონის ქვეყნები
ცენტრალური ამერიკის სავაჭრო-ეკონომიკური გაერთიანება (CACM) შეიმუშავეს და მიიღეს 1961 წელს. ეს ცენტრალური ამერიკის ქვეყნებისთვის პირველი მსხვილმასშტაბიანი ეკონომიკური თანამშრომლობის აქტი იყო. 1990-იანი წლები ამ გაერთიანებისთვის ყველაზე კარგი პერიოდი იყო, თუმცა ამ გაერთიანების (CACM) როლი შესუსტდა მას შემდეგ, რაც შეიქმნა დომინიკელთა რესპუბლიკისა და ცენტრალური ამერიკისა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (CAFTA-DR).[46] CAFTA-DR-ის შეთანხმებაში თავიდან 5 ცენტრალური ამერიკის ქვეყანა, დომინიკელთა რესპუბლიკა და აშშ გაერთიანდნენ. CAFTA-DR გაერთიანების წევრი ქვეყნები ცდილობდნენ ისეთივე თავისუფალი სავაჭრო ზონა შეექმნათ, როგორიც NAFTA-ს წევრ ქვეყნებს შორის იყო. კანადამ დაამყარა CAFTA-DR-ის ქვეყნებთან ისეთივე სავაჭრო კონტაქტები, როგორიც აშშ-თან ჰქონდა.
ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს აქვს ასევე ინტერ-კონტინენტალური სავაჭრო გაერთიანება. მექსიკა G3 თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით თანამშრომლობს კოლუმბიასთან და ვენესუელასთანაშშ ტრანსატლანტიკური თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფარგლებში თანამშრომლობს ევროკავშირის ქვეყნებთან, აშშ ასევე თანამშროლობს აშშ-ახლო აღმოსავლეთის თავისუფალი სავაჭრო ზონის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ხოლო წყნარი ოკეანის სტრატეგიულ-ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით (TPP) აშშ თანამშრომლობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ქვეყნებთან.

ინფრასტრუქტურა

ჩრდილოეთ ამერიკის მთავარი საგზაო სისტემა
პანამერიკული გზატკეცილი წარმოადგენს ამერიკის ყველაზე გრძელ და მნიშვნელოვან საგზაო ქსელს, რომლის საერთო სიგრძე დაახ. 48 000 კმ-ია. ამ გზატკეცილს მრავალი განშტოება აქვს, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში. აშშ-სა და კანადაში ამ გზის განშტოებები ოფიციალურად მას არ ეკუთვნის, თუმცა ჩვეულებრივ უერთდება პანამერიკულ გზატკეცილს და წარმოქმნის კონტინენტის ძლიერ და ერთიან საგზაო სისტემას. სამხრეთ ამერიკაში პანამერიკული გზატკეცილის საერთო სიგრძე დაახ. 26000 კმ-ს შეადგენს.
კონტინენტის ტერიტორიაზე, პირველი ტრანსკონტინენტური სარკინიგზო მონაკვეთი აშშ-ში აშენდა1860-იან წლებში. ეს სარკინიგზო მონაკვეთი აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილს კალიფორნიასთან დაწყნარი ოკეანის სანაპიროსთან აკავშირებდა. 1869 წლის 10 მაისს დასრულდა ამ მონაკვეთის მშენებლობა, ეს მოვლენა ე.წ «ოქროს ლურსმნის» სახელითაა ცნობილი. ამ მონაკვეთის საშუალებით შეიქმნა ქვეყნის ერთიანი მექანიზირებული სატრანსპორტო ქსელი, ამ ქსელმა სერიოზული ეკონომიკური მოგება მოიტანა და ასევე მან შეცვალა მანამდე არსებული ე.წ ეტლების სავაგონო სისტემით გადაადგილება. კანადის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის სიგრძე 1867 წელს უკვე დაახ. 2055 კმ-ს აღწევდა. ეს მაგისტრალი ერთმანეთთან აერთებდა პორტლენდსმეინს დაახალი ინგლისის სამ შტატს, ასევე ჰურონის პორტს, მიჩიგანის შტატს, სარნიასა და ონტარიოს.
ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა იყენებს ერთიან სატელეფონო ნუმერაციის სისტემას, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკის ნუმერაციული სისტემა (NANP). ეს სისტემა ინტეგრირებულია საერთო სატელეფონო ნუმერაციულ სისტემასთან, ამ სისტემას იყენებს აშშდა მის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყნები, კანადაბერმუდის კუნძულები და კარიბების 17 ქვეყანა.

რეგიონები

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი გეოგრაფიულად იყოფა მრავალ რეგიონებად და სუბრეგიონებად. კონტინენტი მოიცავს მრავალ კულტურულ, ეკონომიკურ და გეოგრაფიულ რეგიონს. ეკონომიკური რეგიონები შეიძლება ასევე მივაკუთვნოთ სავაჭრო ბლოკებს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში (NAFTA) შემავალი ქვეყნების ტერიტორიებსა და ცენტრალური ამერიკის საინტეგრაციო სისტემაში (CACM) შემავალი ქვეყნების ტერიტორიებს. კულტურული თვალსაზრისით, კონტინენტი შეიძლება დაიყოს ანგლო-ამერიკულ და ლათინო-ამერიკულ რეგიონებად. ანგლო-ამერიკა მოიცავს კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილს, ბელიზსს და კარიბებს, ინგლისურენოვანი მოსახლეობით. რეგიონი მოიცავს ასევე ფრანგულენოვან ლუიზიანასა და კვებეკის შტატებს.
ჩრდილოეთ ამერიკა ასევე მოიცავს ორ რეგიონს, ესენია: ცენტრალური ამერიკა და კარიბები.[47][48] ტერმინი „ჩრდილოეთი ამერიკა“ გამოიყენება, როგორც მთლიანი კონტინენტის ასევე, მხოლოდ კანადისმექსიკისაშშ-ისა და გრენლანდიის აღსანიშნავად.[49][50]
კონტინენტის უდიდესი ქვეყნებია: კანადა და აშშ, ეს ქვეყნები თავის მხრივ იყოფა რეგიონებად. კანადა იყოფა შემდეგ რეგიონებად: ბრიტანეთის კოლუმბიის სანაპირო, კანადის პრერიები, ცენტრალური კანადა, ატლანტის კანადა და ჩრდილოეთი კანადა. ზოგიერთი რეგიონი კი იყოფა სუბრეგიონებადაშშ-ის რეგიონებია: ახალი ინგლისი, შუა-ატლანტიკური შტატები, ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალური შტატები, ჩრდილო-დასავლეთის ცენტრალური შტატები, სამხრეთ-ატლანტიკური შტატები, სამხრეთ-აღმოსავლეთის ცენტრალური შტატები, სამხრეთ-დასავლეთის შტატები, მთოვანი შტატები, წყნარ-ოკეანური შტატები. კონტინენტი ასევე მოიცავს მრავალ მეგარეგიონებსაც, მაგ: დიდი ტბების მეგარეგიონი. ასევე მრავალი მეგაპოლისია კონტინენტზე.

პოლიტიკური რუკა

ჩრდილოეთ ამერიკის პოლიტიკური რუკა
ცენტრალური ამერიკისპოლიტიკური რუკა
კარიბების პოლიტიკური რუკა
ქვეყნები და ავტონომიებიფართობი
(კმ²)
მოსახლეობა
(2008 წ)
სიმჭიდროვე
(ად./კმ²)
დედაქალაქი
ჩრდილოეთ ამერიკა
ბერმუდის კუნძულების დროშა ბერმუდის კუნძულები (ბრიტ.)5465,0001203.7ჰამილტონი
კანადის დროშა კანადა9,984,67033,573,0003.4ოტავა
გრენლანდიის დროშა გრენლანდია (დან.)2,166,08657,0000.026ნუუკი
მექსიკის დროშა მექსიკა1,964,375112,322,75757.1მეხიკო
სენ-პიერისა და მიკელონის დროშა სენ-პიერი და მიკელონი (საფრ.)2426,00024.8სენ-პიერი
აშშ-ის დროშა აშშ9,629,091311,630,00032.7ვაშინგტონი
კარიბები
ანგილია დროშა ანგილია (ბრიტ.)9115,000164.8ვალი
ანტიგუა და ბარბუდის დროშა ანტიგუა და ბარბუდა44288,000199.1სენტ-ჯონზი
არუბის დროშა არუბა (ნიდ.)180107,000594.4ორანესტადი
ბაჰამის კუნძულების დროშა ბაჰამის კუნძულები13,943342,00024.5ნასაუ
ბარბადოსის დროშა ბარბადოსი430256,000595.3ბრიჯტაუნი
Flag of Bonaire.svg ბონეირი (ნიდ.)29412,093[51]41.1კრალენდეიკი
ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების დროშა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები (ბრიტ.)15123,000152.3როუდ-ტაუნი
კაიმანის კუნძულების დროშა კაიმანის კუნძულები (ბრიტ.)26456,000212.1ჯორჯტაუნი
კუბის დროშა კუბა109,88611,204,000102.0ჰავანა
კიურასაოს დროშა კიურასაო (ნიდ.)444140,794[51]317.1ვილემსტადი
დომინიკის დროშა დომინიკა75167,00089.2როზო
დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა48,67110,090,000207.3სანტო-დომინგო
გრენადის დროშა გრენადა344104,000302.3სენტ-ჯორჯესი
გვადელუპას დროშა გვადელუპა (საფრ.)1,628401,784[52]246.7ბას-ტერი
ჰაიტის დროშა ჰაიტი27,75010,033,000361.5პორტ-ო-პრენსი
იამაიკის დროშა იამაიკა10,9912,719,000247.4კინგსტონი
მარტინიკის დროშა მარტინიკა (საფრ.)1,128397,693[53]352.6ფორ-დე-ფრანსი
მონსერატის დროშა მონსერატი (ბრიტ.)1026,00058.8პლიმუთიბრეიდსი
Flag of Navassa Island (local).svg ნავასა (აშშ)5[54]0[55]0.0 —
პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო (აშშ)8,8703,982,000448.9სან-ხუანი
Flag of Saba.svg საბა (ნიდ.)131,537[51]118.2ბოტომი
სენ-ბართელმის დროშა სენ-ბართელმი (საფრ.)21[54]7,448[55]354.7გუსტავია
სენტ-კიტსისა და ნევისის დროშა სენტ-კიტსი და ნევისი26152,000199.2ბასტერი
სენტ-ლუსიის დროშა სენტ-ლუსია539172,000319.1კასტრი
სენ-მარტენის დროშა სენ-მარტენი (საფრ.)54[54]29,820[55]552.2მარიგო
სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშა სენტ-ვინსენტი და გრენადინები389109,000280.2კინგსტაუნი
Flag of Sint Eustatius.svg სინტ-ესტატიუსი(ნიდ.)212,739[51]130.4ორანესტადი
Flag of Sint Maarten.svg სინტ-მაარტენი (ნიდ.)3440,009[51]1176.7ფილიპსბურგი
ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო[56]5,1301,339,000261.0პორტ-ოვ-სპეინი
ტერქსისა და კაიკოსის კუნძულების დროშა ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები (ბრიტ.)94833,00034.8კოკბერნ-ტაუნი
აშშ-ის ვირჯინის კუნძულების დროშა აშშ-ის ვირჯინის კუნძულები (აშშ)347110,000317.0შარლოტა-ამალია
ცენტრალური ამერიკა
ბელიზის დროშა ბელიზი22,966307,00013.4ბელმოპანი
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა51,1004,579,00089.6სან-ხოსე
სალვადორის დროშა სალვადორი21,0416,163,000293.0სან-სალვადორი
გვატემალის დროშა გვატემალა108,88914,027,000128.8გვატემალა
ჰონდურასის დროშა ჰონდურასი112,4927,466,00066.4ტეგუსიგალპა
ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა130,3735,743,00044.1მანაგუა
პანამის დროშა პანამა75,4173,454,00045.8პანამა
სულ24,500,995541,720,44022.9

იხილეთ აგრეთვე: სამხრეთი ამერიკა


No comments:

Post a Comment