2008 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ ამერიკის 23 სახელმწიფოში 529 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. კონტინენტებს შორის ფართობით იგი მესამეა, აზიისა და აფრიკის შემდეგ, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე, აზიის, აფრიკისა დაევროპის შემდეგ.
კონტინენტის ძირითადი გეოლოგიური ბირთვი წარმოიშვა უძველეს კრატონ ლავრენტიაზე. მისი ისტორია დაახლოებით 1,5-1 მილიარდ წელს მოიცავს. მატერიკის ძირითად ნაწილს კანადის ფარი წარმოადგენს. ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია ევროპისკონტინენტისგანაა გამოყოფილი. ეს ორი მატერიკი ერთმანეთთან სუპერკონტინენტ პანგეას დროს იყო შეერთებული, სხვა დანარჩენ კონტინენტებთან ერთად. კონტინენტზე არსებული ხელსაყრელი პირობების გამო, მის ტერიტორია დინოზავრების გავრცელების მთავარ არეალს წარმოადგენდა. თუ, საიდან მოხვდნენ ადამიანები კონტინენტზე ამის შესახებ დანამდვილებითი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ყველაზე მყარი ჰიპოთეზის მიხედვით ადამიანები კონტინენტზე დიდი გამყინვარების დროს აზიიდან გადმოსახლდნენ.
კონტინენტის ჩრდილოეთი სანაპირო ძირითადად არქტიკულ სარტყელშია მოქცეული, დანარჩენი ნაწილი კი ზომიერ სარტყელშია. ასეთი ჰავის გამო კონტინენტზე ფართო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები მიმდინარეობს. კონტინენტზე მიედინება მსოფლიოში სიგრძით მესამე მდინარე — მისისიპი-მისურით.
კონტინენტი ძლიერი ეკონომიკური სისტემებით გამოირჩევა, აქ მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა — აშშ. ასევე ძლიერი ეკონომიკური სისტემები გააჩნიათ მექსიკასა და კანადას. კონტინეტზე ძირითადად სამი მსხვილი ეკონომიკური გაერთიანება მოქმედებს: ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA), კარიბების კავშირი (CARICOM) და ცენტრალური ამერიკის საინტეგრაციო სისტემა (CACM).
ყველაზე გარცელებული სალაპარაკო ენებია: ინგლისური, ფრანგული და ესპანური. სამივე ენის გავრცელება კონტინენტზე ევროპული კოლონიზაციის დროს მოხდა. მოსახლეობა მრავალფეროვანია ეთნიკური და რასობრივი თვალსაზრისითაც, ძირითად რასობრივ ჯგუფებს ინდოევროპელები, მეტისები და ზანგები წარმოადგენენ.
ეტიმოლოგია
მიჩნეულია რომ, კონტინენტს სახელი ეწოდა იტალიელი მოგზაურის ამერიგო ვესპუჩის, გერმანელი კარტოგრაფების მარტინ ვალდზეემიულერისა და მათიას რინგმანის პატივსაცემად ამერიგო ვესპუჩიმ სამხრეთ ამერიკაში იმოგზაურა 1497–1502 წლებში, იგი იყო პირველი ევროპელი მოგზაური, რომელმაც აღნიშნა რომ, ამერიკა – ეს არ იყო აღმოსავლეთ ინდოეთი, არამედ ეს იყო ჯერ კიდევ უცნობი ახალი კონტინენტი. 1507 წელს მარტინ ვალდზეემიულერმა შეადგინა მსოფლიოს რუკა, რომელზეც მან დაიტანა სახელწოდება „ამერიკა“
მოგვიანებით ტერმინი „ამერიკა“ უფრო ფართოდ გავრცელდა და იმ დროს შექმნილ თითქმის ყველა რუკაზე იქნა დატანილი. 1538 წელს ცნობილმა გეოგრაფმა და კარტოგრაფმა მერკატორმა ტერმინი „ამერიკა“ გამოიყენა მთელი დასავლეთ ნახევარსფეროს აღსანიშნავად
არსებობს მრავალი ჰიპოთეზა, თუ რატომ დაერქვა კონტინენტს „ამერიკა“. 1908 წელს ალფრედ ჰადმა წამოაყენა მოსაზრება, რომლის თანახმადაც კონტინენტს სახელი დაერქვა უელსელი ვაჭრის რიჩარდ ამერიკას პატივსაცემად, რომელმაც სავარაუდოდ დააფინანსა ჯონ კაბოტის ექსპედიცია, რომელიც 1497 წელს განხორციელდა და ამ ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს კუნძული ნიუფაუნდლენდი. კიდევ ერთი ჰიპოთეზის თანახმად, კონტინენტს სახელი ეწოდა ესპანელი მეზღვაურის — ამაირიკის პატივსაცემად. ასევე, ზოგიერთი ჰიპოთეზის თანახმად, ტერმინი „ამერიკა“ მომდინარეობს ინდიელთა ენებიდან.
No comments:
Post a Comment